მთავარზე დაბრუნება

მოხმარების წესები და პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი

წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში — „წესები") არეგულირებს თქვენ მიერ „Grow UP" ციფრული პლატფორმის (შემდგომში — „პლატფორმა" ან „აპლიკაცია") გამოყენების პირობებს. აპლიკაციაში რეგისტრაციით ან მისი ნებისმიერი ფუნქციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებს სრულად.

1. ზოგადი დებულებები

1.1. კომპანია „Grow UP" წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას (მარკეტფლეისს), რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს დამოუკიდებელ სერვისის პროვაიდერებთან — მწვრთნელებთან, მასწავლებლებთან და სპორტულ დარბაზებთან.

1.2. აპლიკაცია მოქმედებს შუამავალი მხარის სტატუსით. უშუალოდ სავარჯიშო/სასწავლო პროცესის ხარისხსა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მწვრთნელი, მასწავლებელი ან დარბაზი.

1.3. აპლიკაცია მოგებას იღებს მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხის პროცენტიდან და პარტნიორზე გაგზავნილი თანხის პროცენტიდანაც. მაგალითი: 100 ₾-იან ჯავშანზე მომხმარებელი დამატებით იხდის 2% (2 ₾) საკომისიოს, ხოლო პარტნიორს ჩერიცხება 98 ₾ (100 ₾ − 2%). კომპანიის შემოსავალი 100 ₾-იან ჯავშანზე შეადგენს 4 ₾-ს.

2. გადახდის წესი — პირდაპირი გადახდა ბარათით

2.1. აპლიკაციაში შიდა ბალანსი აღარ არსებობს — ყველა შესყიდვა ხდება პირდაპირ საბანკო ბარათით.

2.2. საბოლოო თანხას ემატება აპლიკაციის 2% და ბანკის ტრანზაქციის 2% საკომისიო, რაც გადახდამდე ჩანს ეკრანზე.

2.3. პარტნიორის კუთვნილი თანხა მას პირდაპირ ერიცხება; გადახდილი თანხა არაბრუნებადია (Non-Refundable).

3. დაჯავშნისა და გაუქმების პოლიტიკა

3.1. ყველა ჯავშანი (დარბაზი, ინდივიდუალური ვარჯიში, ტური, აბონემენტი) არის არაბრუნებადი (Non-Refundable), ვინაიდან თანხა პარტნიორს მყისიერად ერიცხება.

3.2. ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია, თუმცა თანხის დაბრუნებას არ იწვევს.

3.3. თუ სერვისი პროვაიდერის ბრალით არ შედგა, საკითხი განიხილება ინდივიდუალურად კომპანიისა და პარტნიორის მიერ.

4. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა

4.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2. ნებისმიერი დავა ან უთანხმოება მხარეთა შორის წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

5. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება (Privacy)

5.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების (GDPR) სრული დაცვით.

5.2. დეტალური ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ გაწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკის სექციაში.

6. ბარათის მონაცემების უსაფრთხოება (PCI DSS)

6.1. აპლიკაცია Grow UP არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა ნომერი, CVC/CVV კოდი).

6.2. ყველა ფინანსური ტრანზაქცია ხორციელდება ლიცენზირებული საბანკო/საგადასახადო პროვაიდერების (Acquirer) უსაფრთხო გვერდზე, PCI DSS საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

7. სადავო ტრანზაქციები და Chargeback-ის პროცედურა

7.1. პირველადი მიმართვა: ნებისმიერი ხარვეზის ან პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პირველ რიგში დაუკავშირდეს Grow UP-ის მხარდაჭერის ჯგუფს (grow.l.up.36@gmail.com ან აპლიკაციის ჩატი) საკითხის შიდა წესით მოსაგვარებლად.

7.2. 3D Secure უსაფრთხოება: აპლიკაციაში ყველა ტრანზაქცია ხორციელდება 3D Secure პროტოკოლის დაცვით (SMS კოდით დადასტურება).

7.3. Chargeback-ის განხილვა: საბანკო დავის გახსნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს ტრანზაქციის 3D Secure დადასტურება და მომხმარებლის მიერ სერვისის მიღების/დაჯავშნის ელექტრონული მტკიცებულებები.

7.4. არაკეთილსინდისიერი განაცხადი: ყალბი Chargeback-ის განხორციელების მცდელობისას კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში.

8. KYC, ასაკობრივი შეზღუდვა და მშობლის ავტორიზაცია

8.1. სრულწლოვანი მომხმარებლები: აპლიკაცია Grow UP-ით დამოუკიდებლად სარგებლობა, ანგარიშის მართვა და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება ნებადართულია 18 წლის ან მეტი ასაკის პირებისთვის.

8.2. არასრულწლოვანი მომხმარებლები (14-იდან 18 წლამდე):

  • 14-იდან 18 წლამდე ასაკის პირებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ და ისარგებლონ აპლიკაციით მხოლოდ მშობლის, მეურვის ან ოჯახის ზრდასრული წევრის თანხმობითა და მეთვალყურეობით.
  • რეგისტრაციისას არასრულწლოვანი მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს პასუხისმგებელი ზრდასრული პირის (მშობლის/მეურვის) საკონტაქტო მონაცემები.

8.3. სესიის დაჯავშნისა და გადახდის სავალდებულო დადასტურება:

  • არასრულწლოვანი მომხმარებელი დამოუკიდებლად თანხის გადახდასა და სესიის საბოლოო დაჯავშნას ვერ განახორციელებს.
  • ნებისმიერი ვარჯიშის/გაკვეთილის დაჯავშნის მცდელობისას, სესიის დადასტურების ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი (SMS/Push Notification) გაეგზავნება მშობელს/ზრდასრულ პირს.
  • სესია ითვლება დაჯავშნილად და თანხა ჩამოიჭრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობელი/ზრდასრული პირი დაადასტურებს ტრანზაქციას მიღებული კოდით.

8.4. 14 წელზე ნაკლები ასაკის პირები: 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის აპლიკაციაში დამოუკიდებელი ანგარიშის გახსნა დაუშვებელია.

9. აკრძალული ქმედებები

9.1. მომხმარებელს ეკრძალება:

  • ყალბი ან სხვისი საბანკო ბარათების გამოყენება;
  • აპლიკაციის სისტემაში ავტომატიზებული პროგრამების (ბოტების), თაღლითური სქემების ან მავნე კოდების გამოყენება;
  • ყალბი საჩივრებისა და Chargeback-ების ინიცირება;
  • სხვა მომხმარებლის ან პარტნიორის შევიწროება, შეურაცხყოფა;
  • პლატფორმის ტექნიკური დაცვის სისტემების გვერდის ავლის მცდელობა.

ამ პუნქტების დარღვევა იწვევს ანგარიშის შეზღუდვას ან სამუდამო დაბლოკვას.

10. ავტომატური განახლების პირობა

10.1. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში.

10.2. წესების არსებითი ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება აპლიკაციის, ელფოსტის ან შეტყობინების მეშვეობით ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.

11. პარტნიორ-კომპანიების ურთიერთობა

11.1. აპლიკაციაში რეგისტრირებული მწვრთნელები, მასწავლებლები და სპორტული დარბაზები წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს/პარტნიორებს და არ არიან შპს „Grow UP"-ის დაქირავებული თანამშრომლები.

11.2. Grow UP პასუხს არ აგებს პარტნიორების მიერ გაწეული მომსახურების უშუალო ხარისხზე, თუმცა უზრუნველყოფს მხარდაჭერას უთანხმოების შემთხვევაში.

12. ფორსმაჟორი (Force Majeure)

12.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის გარემოებებით (სტიქიური უბედურება, ომი, საკანონმდებლო შეზღუდვები, გლობალური ინტერნეტ-ქსელის გათიშვა).

13. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

13.1. Grow UP არ იღებს პასუხისმგებლობას ფიზიკურ დაზიანებებზე ან ტრავმებზე, რომელიც შესაძლოა მომხმარებელმა მიიღოს სავარჯიშო/სასწავლო პროცესში. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე ვარჯიშის დაწყებამდე.

14. კომპანიის რეკვიზიტები და კონტაქტი

ელფოსტა: grow.l.up.36@gmail.com

ბანკი: თიბისი ბანკი · IBAN: GE41TB7553236080100020

ბანკი: საქართველოს ბანკი · IBAN: GE31BG0000000612978948

იურიდიული რეკვიზიტები (შპს-ის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები) დაემატება შპს-ის დარეგისტრირების შემდეგ.