მთავარზე დაბრუნება

სერვისის მიწოდების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი

Grow UP არის ციფრული პლატფორმა, რომელიც არ ახორციელებს ფიზიკური საქონლის მიწოდებას. სერვისები მიეწოდება ონლაინ, აპლიკაციის მეშვეობით.

1. ჯავშნის დადასტურება

წარმატებული გადახდის შემდეგ ჯავშანი დასტურდება მყისიერად. მომხმარებელი მიიღებს ცნობას აპლიკაციაში (in-app notification), ხოლო ტრანზაქციის ჩეკი გამოჩნდება პროფილის „ჟურნალი / ჩეკები" განყოფილებაში.

2. სერვისის მიწოდება

  • ინდივიდუალური ვარჯიში / გაკვეთილი: მიეწოდება დაჯავშნილი დროისა და ადგილის შესაბამისად, უშუალოდ პარტნიორის (მწვრთნელი/მასწავლებელი) მიერ.
  • დარბაზში ვიზიტი: QR კოდი / წვდომის უფლება აქტიურდება დაჯავშნილი დღისთვის.
  • ციფრული პაკეტები (6/12/36 გაკვეთილი): უფლება აქტიურდება მყისიერად და გამოიყენება პარტნიორის განრიგის შესაბამისად.

3. მიწოდების არეალი

პლატფორმა ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ფიზიკური სერვისების (ვარჯიში, გაკვეთილი) მიწოდება დამოკიდებულია პარტნიორის მდებარეობასა და მუშაობის რეგიონზე.

4. ტექნიკური პრობლემები

თუ გადახდის შემდეგ ჯავშანი არ დადასტურდა 5 წუთის განმავლობაში ან ვერ იხილავთ სერვისზე წვდომას, დაგვიკავშირდით მხარდაჭერაში. თანხის დაბრუნება ან ჯავშნის ხელით აქტივაცია მოხდება 24 საათის ვადაში.