თანხის დაბრუნების და გაუქმების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი
წინამდებარე პოლიტიკა ეხება Grow UP პლატფორმაზე გადახდილი თანხის დაბრუნებისა და ჯავშნის გაუქმების პირობებს.
1. გადახდის წესი — მხოლოდ პირდაპირი გადახდა
1.1. აპლიკაციაში შიდა ბალანსი (Wallet) აღარ არსებობს. ყველა სერვისი, აბონემენტი, შეთავაზება და დამატებითი გასამრჯელო იხდება პირდაპირ საბანკო ბარათით შესყიდვის მომენტში.
1.2. საბოლოო თანხა მოიცავს მომსახურების ღირებულებას, აპლიკაციის 2% საკომისიოს და ბანკის ტრანზაქციის 2% საკომისიოს. ჯამი გადახდამდე ჩანს ეკრანზე.
1.3. პარტნიორის კუთვნილი თანხა (მომსახურების ღირებულება 2%-ის გამოკლებით) მას პირდაპირ ერიცხება — კომპანია ინახავს მხოლოდ საკუთარ საკომისიოებს.
2. ჯავშნები არაბრუნებადია (Non-Refundable)
2.1. ვინაიდან თანხა კომპანიასთან არ ინახება და პარტნიორს მყისიერად ერიცხება, გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2.2. ეს წესი ვრცელდება ყველა ჯავშანზე, აბონემენტზე, ტურზე, შეთავაზებასა და დამატებით გასამრჯელოზე.
2.3. თუ სერვისი პროვაიდერის ბრალით არ შედგა, საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს კომპანია პარტნიორთან ერთად.
3. ჯავშნის გაუქმება
3.1. ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია აპლიკაციიდან, თუმცა გადახდილი თანხა არ ბრუნდება, ვინაიდან იგი უკვე პარტნიორის კუთვნილებაა.
3.2. პარტნიორს შეუძლია საკუთარი შეხედულებით შესთავაზოს მომხმარებელს ალტერნატიული დრო ან სერვისი.
4. მომსახურების მიღების დადასტურება
4.1. მომხმარებელი პარტნიორთან მისვლისას აპლიკაციაში თავად აჭერს ღილაკს „ვიზიტის დაფიქსირება“.
4.2. პარტნიორს მისდის შეტყობინება და ის ადასტურებს ვიზიტს. ვიზიტი დადასტურებულად ითვლება მხოლოდ პარტნიორის დადასტურების შემდეგ.
4.3. პარტნიორი მომხმარებლის ნაცვლად ვიზიტს ვერ დააფიქსირებს, მომხმარებელი კი პარტნიორის გარეშე ვერ დაადასტურებს.
4.4. სისტემაში ინახება მომხმარებელი, პარტნიორი, ჯავშანი/აბონემენტი, მომსახურების თარიღი, დაფიქსირებისა და დადასტურების დრო და ვიზიტის სტატუსი.
5. სერვისის ჩაშლა პარტნიორის მიზეზით
5.1. თუ პარტნიორი არ გამოცხადდა, დაპირებული მომსახურება ვერ უზრუნველყო ან მომსახურება მისი მიზეზით ვერ ჩატარდა, მომხმარებელს აპლიკაციიდან შეუძლია დააფიქსიროს პრობლემა და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
5.2. მიზეზი ირჩევა მხოლოდ დაშვებული ჩამონათვალიდან; მოთხოვნა ავტომატურად არ კმაყოფილდება და მას განიხილავს ადმინისტრაცია.
5.3. მრავალჯერადი პაკეტის ან აბონემენტის შემთხვევაში ბრუნდება მხოლოდ გამოუყენებელი ნაწილის ღირებულება (მაგ. 10 ვარჯიში 100 ₾, გამოყენებულია 5 → ბრუნდება 50 ₾).
5.4. თუ პარტნიორმა წინასწარ იცის, რომ ვერ შეასრულებს ვალდებულებას, ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს მინიმუმ 3 საათით ადრე.
6. Chargeback (ბანკის მეშვეობით დავა)
6.1. ბანკში დავის დაწყებამდე გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს — უმეტესი საკითხი წყდება რამდენიმე საათში.
6.2. თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება პარტნიორის ბრალით არ გაწეულა ან არსებითად არ შესრულებულა.
6.3. სუბიექტური მიზეზი — მაგალითად „არ მომეწონა“ ან „გადავიფიქრე“ — თანხის დაბრუნების საფუძველი არ არის.
6.4. დავის განხილვისას გამოიყენება სისტემაში დაფიქსირებული ვიზიტების ისტორია: მომხმარებელი მივიდა თუ არა, დააფიქსირა თუ არა ვიზიტი, დაადასტურა თუ არა პარტნიორმა, რამდენი მომსახურება გამოიყენა და რამდენი დარჩა.
6.5. დადასტურებული შემთხვევისას თანხას აანაზღაურებს პარტნიორი და იღებს გაფრთხილებას; წელიწადში მეორე გაფრთხილების შემთხვევაში პარტნიორობა ავტომატურად წყდება.
6.6. გადახდისას თანხა ავტომატურად ნაწილდება: პარტნიორის წილი მყისიერად ირიცხება მის საბანკო ანგარიშზე, აპლიკაციას რჩება მხოლოდ საკომისიო. უკვე გაყოფილი თანხა ბანკის მხრიდან ავტომატურად უკან არ ბრუნდება — ანაზღაურება ხდება პარტნიორთან შეთანხმებით, წინა პუნქტების წესით.
8. კონტაქტი
თუ თვლით, რომ მომსახურება არ გაგიწიათ ჯეროვნად, ან შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა, დაგვიკავშირდით მხარდაჭერის გუნდში აპლიკაციის „კონტაქტი" ბლოკიდან. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.