კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
ეს პოლიტიკა ეხება Grow UP-ის ვებგვერდს და მობილურ აპლიკაციებს (Android, iOS). მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, პაროლი (დაშიფრული სახით), Google/Apple-ით შესვლისას — სახელი და ელფოსტა.
- პარტნიორები: დამატებით — ბიზნესის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, IBAN, მისამართი, სამუშაო გრაფიკი.
- ჯავშნები და გადახდები: ჯავშნის თარიღი, მომსახურება, თანხა, ტრანზაქციის სტატუსი. ბარათის სრულ მონაცემებს არ ვინახავთ — მათ ამუშავებს ბანკი.
- კონტენტი: თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები, ვიდეოები, პოსტები, შეფასებები და ჩატის შეტყობინებები (მათ შორის ხმოვანი).
- მდებარეობა: მხოლოდ თქვენი ნებართვით, ახლომდებარე პარტნიორების საჩვენებლად; ფონურად არ ვაგროვებთ.
- მოწყობილობა: push-შეტყობინების ტოკენი, ტექნიკური შეცდომების ჟურნალი.
2. რისთვის ვიყენებთ
- ანგარიშის მართვა, ჯავშნების და გადახდების შესრულება, ჩეკების გაცემა.
- მომხმარებელსა და პარტნიორს შორის კომუნიკაცია, შეტყობინებები.
- უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია, საჩივრების და დავების განხილვა.
- სერვისის გაუმჯობესება. სარეკლამო იდენტიფიკატორს (Advertising ID) არ ვიყენებთ და მონაცემებს არ ვყიდით.
3. ვის ვუზიარებთ
- პარტნიორს (დარბაზი, მწვრთნელი, რესტორანი, ტურკომპანია) — მხოლოდ ჯავშნის შესასრულებლად საჭირო მონაცემი: სახელი, ტელეფონი, ჯავშნის დეტალები.
- ბანკებს — საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, გადახდის დასამუშავებლად.
- ტექნიკურ სერვისებს — ჰოსტინგი და მონაცემთა ბაზა, Google Firebase (push-შეტყობინებები), Google/Apple (შესვლა), ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის სერვისი (მხოლოდ თქვენ მიერ დაწერილი შეკითხვა).
- სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. შენახვის ვადები
- ანგარიშის მონაცემები და კონტენტი — ანგარიშის წაშლამდე.
- გადახდების და ჩეკების ჩანაწერები — კანონით დადგენილი ვადით, 6 წლამდე.
- საჩივრები და დავები — განხილვის დასრულებიდან 1 წლამდე.
- ტექნიკური ჟურნალები — 90 დღემდე.
5. თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან თანხმობის გამოხმობა. Push-შეტყობინებები და მდებარეობა ნებისმიერ დროს გამოირთვება მოწყობილობის პარამეტრებიდან.
6. ანგარიშის წაშლა
აპში: „პარამეტრები" → „ანგარიშის სამუდამოდ წაშლა". დეტალური ინსტრუქცია და ელფოსტით მოთხოვნა: ანგარიშის წაშლის გვერდი.
7. უსაფრთხოება
მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით (HTTPS), წვდომა შეზღუდულია უფლებების მიხედვით, პაროლები ინახება დაშიფრულად.
8. არასრულწლოვნები
14 წლამდე პირს ანგარიშის გახსნა არ შეუძლია. 14–18 წლის პირი აპლიკაციით სარგებლობს მშობლის/მეურვის თანხმობით; გადახდას ახორციელებს სრულწლოვანი პირი.
9. ცვლილებები
პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გაცნობებთ აპლიკაციაში.
10. მონაცემთა დამმუშავებელი
შპს „გროუ აფ - ლეველ აფ“, ს/კ 400477961, საქართველო, ქალაქი თბილისი.
ელფოსტა: grow.l.up.36@gmail.com