იურიდიული დოკუმენტები
ანგარიშის და მონაცემების წაშლა
Grow UP · შპს „გროუ აფ - ლეველ აფ“ · Account & data deletion
1. წაშლა აპლიკაციიდან
- შედით Grow UP-ში თქვენი ანგარიშით.
- გახსენით „პროფილი" → „პარამეტრები".
- დააჭირეთ „ანგარიშის სამუდამოდ წაშლა" და დაადასტურეთ.
ანგარიში და პერსონალური მონაცემები იშლება დაუყოვნებლივ.
2. მოთხოვნა ელფოსტით
თუ აპში შესვლა ვერ ხერხდება, მოგვწერეთ grow.l.up.36@gmail.com — მიუთითეთ რეგისტრაციის ტელეფონი ან ელფოსტა. ვინაობის გადამოწმების შემდეგ ანგარიშს წავშლით 30 დღის განმავლობაში.
3. რა იშლება
პროფილი, სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, ფოტოები და ვიდეოები, პოსტები, მიმოწერები, შენახული ბარათის მონაცემები, შეტყობინებების ტოკენები და პარამეტრები.
4. რა ინახება და რამდენ ხანს
გადახდებისა და ჩეკების ჩანაწერები ინახება საგადასახადო და ბუღალტრული კანონმდებლობის მოთხოვნით 6 წლამდე, პირადი პროფილისგან გამიჯნულად, მხოლოდ კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად. დავის ან ვალდებულების არსებობისას მონაცემი ინახება მის დასრულებამდე.